Saturday, May 30, 2015

მე-7 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-7 დღეს შევისწავლეთ ბლოგზე სასურველი გვერდების დამატება, შესაბამისად დავამატე საკუთარი პორტფოლიო და გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდის მისამართი. შევცვალეთ ბლოგის დიზაინი

Sunday, May 17, 2015

მე-6 დღის რეფლექსია

გავაკეთე მოსწავლის პრეზენტაცია და ავტვირთე ბლოგზე, ვისწავლე ბლოგის დიზაინის შეცვლა,

Saturday, May 16, 2015

მე-5 დღის რეფლექსია

პროექტის გეგმის მიხედვით გავაკეთეთ პრეზენტაცია, პრეზენტაცია და ბუკლეტი ავტვირთე  ბლოგზე.

ბუკლეტი



პროექტის პრეზენტაცია


Sunday, May 10, 2015

მე-4 დღის რეფლექსია

ტრენინგის მე-4 დღეს გავაკეთეთ ბუკლეტი, გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.

Saturday, May 9, 2015

მე-3 დღის რეფლექსია

მე-3 დღეს  დავწერეთ არჩეული პროექტისტვის მიმართულების მიმცემი კითხვები,ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გავუზიარეთ რჩევები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები

ქართული ხალხური ხელოვნება


ზოგადი კითხვა
1.რა ანიჭებს ადამიანს ესთეტიკურ ტკბობას?


თემატური კითხვები
1.რას ნიშნავს ტერმინი ,,ხალხური ხელოვნება“?
2.  ხალხური ხელოვნების რომელი დარგებია გავრცელებული საქართველოში?


შინაარსობრივი კითხვები
1.რა განაპირობებს ქვეყნის რომელიმე რეგიონში ხალხური რეწვის ამა თუ იმ დარგის განვითარებას?
2.რომელი საერთო ორნამენტებია  გამოყენებული ქართული ხალხური ხელოვნების სხვადასხვა დარგში?
3. რა არის მთავარი და საერთო ქართული ოდა სახლების იერსახეში?
4. რით არის გამოწვეული ქართული ფარდაგის თავშეკავებული ფერების შეხამება?

Friday, May 8, 2015

ამ მოდულმა დამაფიქრა საგამომცემლო პროგრამის სასარგებლო თვისებების შესახებ, რომ მისი გამოყენება შემიძლია სწავლების პროცესში როგორც ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი.შევქმნა რესურსები, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის ჩემს მიერ კლასში პროექტის განხორციელების მიზნებს.

 ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში  როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისათვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. გავაცნობიერე, რომ პროექტებით სწავლება დამეხმარება კლასში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და 21–ე  საუკუნის უნარ–ჩვევების განვითარებაში.